Adult Education Supporting program in Georgia

17-18 მარტს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) ოფისში პროექტების წერის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა დალი ხომერიკი. 19 მარტს, ქსელის წევრებმა სამუშაო შეხვედრა ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩაატარეს. შეხვედრაზე განიხილეს ქსელის სამუშაო სტრატეგია. ტრენინგი სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრების ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. პროგრამა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

19 March