Supproting Non-formal Adult Education Development and Strengthening in Georgia

2018

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არაფორმალური ზრდასრულთა განათლების პოპულარიზების, განვითარებისა და გაძლიერების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელებას.

პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი ფინანსებისა და საგადასახადო სისტემის შესახებ, გაიმართა ქამის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის ვიზიტი ზრდასრულთა განათლების ცენტრების გერმანული მოდელის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. წლის განმალობაში ჩატარდა ტრენინგები, ქსელის წევრი ცენტრებისთვის ზრდასრულთა საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების ძირითად საკითხებზე, კოდაში გაიმართა "ტრენერთა ტრენინგი" ზრდასრულთა განათლების საკითხებზე კოდისა და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრების ტრენერებისთვის, ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისში კი ჩატარდა საჭიროებათა ანალიზის სესია და მასტერკლასი პროექტების წერაში. მომზადდა საგანმანათლებლო მასალები 4 განსხვავებულ თემატიკაზე, ქსელის წევრი ცენტრების თანამშრომელთათვის. ქსელის წევრი ორგანიზაციების პოპულარიზების ხელშეწყობის კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია, ზრდასრულთა განათლების საკითხებზე გამოცხადებული მედია კონკურსი, რომლის შედეგად, 2018 წელსაც გამოვლინდა და დაჯილდოვდა გამარჯვებული. ასევე, 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ქსელის წევრი ცენტრების ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა და „2018 წლის საუკეთესო ცენტრის“ დაჯილდოების ცერემონია.

პროგრამა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.