ვორქშოფი თემაზე "პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენლის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შეფასების სისტემის ვერიფიკაცია"

2022 წლის 10-12 ივნისს GAEN-ის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი თემაზე- "პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენლის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შეფასების სისტემის ვერიფიკაცია". აღნიშნული ღონისძიება ქსელმა განახორციელა უკვე მეორედ. ამჯერად იმ ჯგუფებისთვის, რომელთა მიღებაც განხორციელდა 2021 წელს.

ვერიფიკაცია შეფასების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმია, რომელიც გამოიყენება შეფასების ინსტრუმენტის, შეფასების პროცესისა და შეფასების შედეგად შექმნილი მტკიცებულებების, შეფასების სისტემის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ვორქშოფზე მოწვეულები იყვნენ პროფესიული მომზადების პროგრამის „მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა“ განმახორციელებელი პირები, რომელთა ჩართულობითაც განხორციელდა შეფასების ინსტრუმენტების/მტკიცებულებების ვერიფიკაცია.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი ძირითადი საკითხები: ხარისხის უზრუნველყოფა პრფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისას; მსმენელთა შეფასების სისტემა; მოთხოვნები შეფასების სისტემის მიმართ და სამიზნე პროცესები; შეფასების პროცესის ვერიფიკაცია; შეფასების ინსტრუმენტებისა და შეფასების მტკიცებულებების ვერიფიკაცია. GAEN-ი ყოველთვის ზრუნავს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების ხარისხზე და მხარს უჭერს პროცესში ჩართული პერსონალის განვითარებას.

14 ივნისი