შემოქმედებითი კონკურსის შედეგები

შემოქმედებითი კონკურსის "სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა- ნიტა ქოჩიშვილმა;

GAEN-ის რჩეული გახდა და შესაბამისად მეორე ადგილი დაიკავა- თამარ სიბოშვილმა;

სოციალური ქსელის რჩეული კი ყველაზე მეტი "Like"-ებით გახდა მარეტა ელოიანის ნამუშევარი.

გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი საპრიზო ფულადი ჯილდოები. ნაშრომები კი გამოქვეყნდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, გამოიფინება დაჯილდოვების ცერემონიალზე და დაიბეჭდება ორგანიზაციის საინფორმაციო რესურსებზე.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს!

#GAEN2022 #CreativeContest #LLL

29 ივნისი