პროექტის "გენდერი იწყება ჩემგან" შემაჯამებელი ღონისძიება

2017 წლის 3 მარტს  ჩოხატაურში პროექტის „ გენდერი იწყება ჩემგან" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ქალთა კლუბმა ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ვიზიტი  განახორციელა და გაიცნო ადგილობრივი ქალთა კლუბის წევრები. ხოლო, 4 თებერვალს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ელენე დარიანის სახელობის ქალთა კლუბმა კოდის სათემო განათლების ცენტრის მარო მაყაშვილის სახელობის ქალთა კლუბს უმასპინძლა .

დღის წესრიგში შედიოდა: კლუბების გაცნობა, სამომავლო გეგმების გაზიარება და სერტიფიკატების გადაცემა.

შეხვედრა გაიმართა პროექტის გუნდის ორგანიზებით, რომელსაც ფასილიტაციას  მოწვეული ტრენერი თამარ გრიგოლავა უწევდა.

შეხვედრა ჩატარდა გერმანიის საგარეო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

4 მარტი