მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვა და ზრდასრულთა განათლება

3-4 ოქტომბერს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვა და ზრდასრულთა განათლება." ტრენინგს ქსელის წევრი ორგანიზაციების, სათემო და ზრდასრულთა განათლების ცენტრების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ტრენინგს უძღვებოდა მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) აღმასრულებელი დირექტორი - კუკური კიღურაძე. 

ტრენინგი სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრების ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

5 ოქტომბერი