ზრდასრულთა განათლება და ადგილობრივი განვითარება

2016 წლის 1-2 ივლისს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებით და თბილისის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში გაიმართა ზრდასრულთა განათლების ფესტივალი 2016. ფესტივალი 1 ივლისს გაიხსნა კონფერენციით „ზრდასრულთა განათლება და ადგილობრივი განვითარება“, 2 ივლისს კი ვერის პარკში ზრდასრულთა განათლების პროვაიდერთა გამოფენა გაიმართა. საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ზრდასრულთა განათლების ფესტივალში.

20 ივლისი