ტრენინგი პროექტის წერის საკითხებზე

  • 18-20 სექტემბერს GAEN-ის ორგანიზებით ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი პროექტის წერის საკითხებზე. სამდღიანი ტრენინგი საკმაოდ ინტერაქციული, საინტერესო და აქტიური იყო. მონაწილეები გაეცნენ საპროექტო განაცხადის მომზადების ძირითად პრინციპებს, მიიღეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და ჰქონდათ საშუალება, ამ სამი დღის განმავლობაში ემუშავათ მათ მიერ შერჩეულ საპროექტო იდეაზე. აღნიშნული ტრენინგი ემსახურებოდა ცენტრებში ადამიანური რესურსის გაძლიერებას, რადგან მიღებული გამოცდილება დაეხმარება მათ ჩაერთონ ცენტრში პროექტის წერის პროცესებში.
  • ტრენინგის პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს და ნაყოფიერს ხდიდა გამოცდილი ტრენერი პავლე თვალიაშვილი.

24 სექტემბერი